დღეს მარიამობაა. სიონის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ აღავლინა.
მართლმადიდებელი სამყაროს ნაწილი ღვთისმშობლის მიძინების დღეს 28 აგვისტოს აღნიშნავს. ის ერთ-ერთია უდიდეს 12 დღესასწაულს შორის.
პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და ღვთისმშობლობის დღესასწაული მიულოცა.
"როგორც დღევანდელი დღესასწაულის ტროპარშია ნათქვამი: შობასა ქალწულება დაიმარხე და მიცვალებასა სოფელი არა დაუტევე. არამედ ის გახდა მარადიული მეოხი ჩვენი ღვთის წინაშე, მთელი კაცობრიობის და ყოველი ჩვენგანის დედა.
გილოცავთ ღვთისმშობლის მიძინების დიდებულ დღესასწაულს. დღეს ვიხსენებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, რომლის გარეშეც პირველი ღვთისმშობლობაა. ჩვენ ვიკრიბებით, ვლოცულობთ, გვენატრება მისი ლოცვაც, მისი მსახურებაც, მისი სიტყვებიც, მასთან ერთად ყოფნა. ვევედროთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, შეეწიოს მის სულს და აცხონოს", - განაცხადა შიო მესამემ.
