აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ციმბირში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევის შედეგად ლაბორატორიის თანამშრომლის გარდაცვალების შესახებ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საუბარს აპირებს.

კითხვაზე, რომელიც საუბრის გამართვის ვადებთან დაკავშირებით იყო დასმული, ტრამპმა განაცხადა, რომ საუბარი "ახლო მომავალშია“ დაგეგმილი.

კითხვაზე, თუ რას ამბობდნენ აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოები ინციდენტთან დაკავშირებით, ტრამპმა უპასუხა: "ჩვენ ამჟამად ძალიან სერიოზულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ამის შესახებ, სავარაუდოდ, ხვალ შევძლებთ განცხადების გაკეთებას".

მედიის ინფორმაციით, შავი ჭირის ფატალურ შემთხვევასთან დაკავშირებით ტრამპმა რუსეთს აშშ-ის დახმარება შესთავაზა.