საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის, ქვეითებისთვის ჯარიმა იზრდება. შესაბამისი ცვლილება "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში შედის, რომელსაც  პარლამენტმა 1-ელი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა.

ახალი კანონპროექტით, შესაბამისი საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების დაუმორჩილებლობის გამო, ქვეითისთვის ჯარიმა 10 ლარის ნაცვლად, 50 ლარით განისაზღვრება.

იმ შემთხვევაში, თუ ქვეითი მოძრაობის წესებს ავტომაგისტრალზე, საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე დაარღვევს, ამისთვის 100 ლარით დაჯარიმდება.