საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მიტროპოლიტ სერაფიმეს გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
"საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) გარდაცვალების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ უფლის შეწევნით მალე გამოჯანმრთელდება", - აღნიშნულია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში.
