სტიქიამ პრობლემები შექმნა იმერეთში. ბაღდათის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ სახლები, გზები, ხიდები და მიწები დატბორა. სოფელ ნერგეეთში მიწა ჩამოიშალა. ადგილზე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ოპერაციაში ჩართულია მძიმე ტექნიკა, ტარდება  გაწმენდითი სამუშაოები. პარალელურად, მიმდინარეობს ზარალის შესწავლა.

ბუნებრივი აირი არ მიეწოდება 1300 ოჯახს, 700 ოჯახს კი - ელექტროენერგია.