გურჯაანში, ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, ორი არასრულწლოვანია. დაღუპულები ნათესავები იყვნენ.
უბედური შემთხვევა სოფელ მელაანში, გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივების თქმით, მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც 5 ადამიანი იმყოფებოდა, შეჯახების შედეგად ამობრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლმოკიდებული ავტომანქანიდან გადმოსვლა ორმა ადამიანმა მოასწრო.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი, ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
