ბარსელონას ქუჩებში, ირანში აშშ-ის სამხედრო ჩარევის მოთხოვნით, ასობით დემონსტრანტი გამოვიდა. reuters-ის ცნობით, აქციის მონაწილეების უმრავლესობა ირანის მოქალაქეა.
დემონსტრანტები აშშ-ის მხრიდან სამხედრო დახმარებას იმ ადამიანების დასაცავად ითხოვენ, რომლებსაც აქციის მონაწილეების განცხადებით, ირანის რეჟიმი ემუქრება.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტი ირანზე შეზღუდულ დარტყმებს განიხილავს.
