აშშ-ის სახვითი ხელოვნების კომისიამ, ხმების დიდი უპირატესობით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, თეთრი სახლის საბანკეტო დარბაზის დიზაინი დაამტკიცა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ტრამპის მიერ დანიშნული პირებისგან შემდგარმა კომისიამ დიზაინი მას შემდეგ დაამტკიცა, რაც არქიტექტორებმა კომისიის მითითების შემდეგ პროექტში ცვლილებები შეიტანეს.

"ჩვენ უნდა დავიცვათ ქვეყანა და მისი სტუმრები და ეს ნაგებობა, რა თქმა უნდა, 150 წელზე მეტია საჭიროა", - თქვა თავმჯდომარე როდნი მიმს კუკ უმცროსმა.

ცნობისთვის, თეთრი სახლის აღმოსავლეთი ფრთა გასულ შემოდგომაზე დაანგრიეს საბანკეტო დარბაზისთვის ადგილის გასათავისუფლებლად.

აღსანიშნავია, რომ არაკომერციულმა ორგანიზაციამ, "ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა ტრასტმა", საბანკეტო დარბაზის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით სარჩელი შეიტანა იმ მოტივით, რომ გეგმები არ შეესაბამება კანონით დადგენილ განხილვის პროცედურებს.