“გურია ნიუსის” წყაროს ექსკლუზიური ინფორმაციით, გერმანიაში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ქართველი ემსხვერპლა.

როგორც წყარო გვიყვება, ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა. ერთ-ერთი გარდაცვლილი, 49 წლის მამაკაცი სამეგრელოდანაა.

“საშინელებაა. პროზექტურაში ცხედრები ძლივს ამოიცნეს. როგორც ცნობილია, ავტომობილს, რომელსაც, სავარაუდოდ, ქართველი მართავდა, საბურავები გაუსკდა და მეორე ავტომობილს შეეჯახა.

უცნობია, როდის მოხდება მათი გადმოსვენება სამშობლოში”, _ გვეუბნება წყარო. ინფორმაციას გვიდასტურებს მერის წარმომადგენელი იმ სოფლიდან, საიდანაც  ერთ-ერთ გარდაცვლილი იყო.

წყარო: "გურია ნიუსი"