FIBA-მ საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ოფიციალური წერილი გამოუგზავნა, სადაც კალათბურთელებს და ნაკრების ყოფილ მწვრთნელს, ილიას ზუროსისს ღირსების ორდენით დამსახურებული დაჯილდოება მიულოცა.
წერილი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის და გენერალური მდივნის სახელზეა გამოგზავნილი, მას ხელს FIBA Europe-ის პრეზიდენტი, ხორხე გარბახოსა და FIBA Europe-ის აღმასრულებელი დირექტორი, კამილ ნოვაკი აწერენ ხელს.
"პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო, პატივცემულო ვიქტორ, პატივცემულო ბატონო გენერალურო მდივანო, პატივცემულო ლაშა, FIBA Europe-ის სახელით გვსურს გულითადად მივულოცოთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და მის ყოფილ მწვრთნელს, ილიას ზუროსის, პრესტიჟული საპატიო ორდენით დამსახურებული დაჯილდოება.
ეს ჯილდო ქართული კალათბურთის შესანიშნავი პროგრესის დასტურია, რაც გამოიხატა გუნდის შესანიშნავი თამაშით და 2023 წლის FIBA-ს კალათბურთის მსოფლიო თასის მერვედფინალამდე ისტორიული გასვლით. ეს ასევე ასახავს ფედერაციის ძლიერ ლიდერობას და სრულყოფილებისადმი გრძელვადიან ერთგულებას.
გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი გულწრფელი აღფრთოვანება ამ საამაყო მიღწევისა და თქვენი მუდმივი ძალისხმევის გამო, რომელიც მიმართულია ქართული კალათბურთის საერთაშორისო ასპარეზზე პოპულარიზაციისკენ", - აღნიშნულია ოფიციალურ წერილში.