საზარელი მკვლელობა მოხდა კახეთში -  გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში, 80 წლის მამაკაცმა 70 წლამდე ასაკის მეუღლე სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით მოკლა. 
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ქალი მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა.

დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით,  უცნობია. ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. ხანდაზმული წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.