დღეს საფეხბურთო კლუბი - ,,ჭოხოსპორ აკადემია” იუბილარია.

,,ჭოხოსპორ აკადემია” არსებობის ერთ წარმატებულ წელს ითვლის. აკადემია,სამტრედიაში,  დამოუკიდებლად, საკუთარი სახსრებით, ენთუზიაზმით ფუნქციონირებს. მას ფინანსური მხარდამჭერი არ ჰყავს. აკადემიაში 45 ნორჩი სპორტსმენი ირიცხება. 

აკადემია  ერთი წლის წინ, ახალგაზრდა, მიზანდასახულმა, საკუთარ საქმისა და ქალაქის სიყვარულით გულანთებულმა სამტრედიელმა, გიორგი ჭოხონელიძემ,  ჩამოაყალიბა.

Mpress.ge ულოცავს"ჭოხოსპორ  აკადემიას" იუბილეს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს!