ნეპალის პრემიერ-მინისტრის, ბალენდრა შაჰის განცხადებით, ეჭვგარეშეა, რომ ნეპალში მომხდარ კატასტროფულ წყალდიდობას კლიმატის ცვლილებამ შეუწყო ხელი. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
შაჰის თქმით, კლიმატის ცვლილებამ ჰიმალაის რეგიონში ტემპერატურის 1.8 გრადუსი ცელსიუსით ზრდა გამოიწვია.
„ეჭვგარეშეა, რომ კლიმატის ცვლილება ამ კატასტროფის ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
შაჰის თქმით, ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ წყალდიდობის მიზეზი ყინულისა და თოვლის ზვავი იყო.
„დადგა დრო, რომ ეს რეგიონი არა მხოლოდ უფრო ფხიზლად იყოს, არამედ ჩვენც ვაცნობოთ საერთაშორისო საზოგადოებას კლიმატის ცვლილების შედეგად, ჩვენს წინაშე არსებული კატასტროფების შესახებ. რატომ ჩამოიშალა ყინული და კლდეები? საიდან გაჩნდა ეს წყალი? ადამიანურმა ცივილიზაციამ ამ კითხვებზე პასუხები უნდა იპოვოს“, - თქვა ბალენდრა შაჰმა.
