American Airlines-ის თვითმფრინავის კორპუსზე, რომელიც კოლუმბიიდან მაიამიში ჩაფრინდა ნატყვიარები აღმოაჩინეს. New York post-ის ცნობით, ნატყვიარები თვითმფრინავის ფრთაზე აღმოაჩინეს.
AirLive-ის ინფორმაციით, რეისი AA923-ი ორშაბათს მაიამის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა და ფრენის შემდგომი გეგმური შემოწმების დროს, თვითმფრინავის ფრთის მარჯვენა ელერონზე, რომელიც გვერდით მართვას აკონტროლებს, ტყვიის ნახვრეტები აღმოაჩინეს.
ნახვრეტების კვალის მიუხედავად, თვითმფრინავი უსაფრთხოდ აფრინდა და დაეშვა.
განუცხადეს, რომ ინციდენტის შედეგად ბორტზე ფრენასთან დაკავშირებული პრობლემები არ შექმნილა და არცერთი მგზავრი არ დაშავებულა.
American Airlines-ის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად ბორტზე ფრენასთან დაკავშირებული პრობლემები არ შექმნილა და არცერთი მგზავრი არ დაშავებულა.
თვითმფრინავი ექსპლუატაციიდან მოხსნეს, მას შესაბამისი შემოწმება და რემონტი ჩაუტარდება.
