"გავეცი ბრძანება კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის გაზრდაზე", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, როდესაც ის უკრაინულ საფრთხეებზე საუბრობდა.
როგორც ვიდეოდან ჩანს, პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის საბჭოს სხდომა მოიწვია, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს მოუსმინა და შემდეგ განაცხადა, რომ, მისი აზრით, უკრაინის მთავრობას ნავთობის ბლოკადით სლოვაკეთის და უნგრეთის მთავრობებზე ზეწოლა მოხდენა ჰქონდა განზრახული.
"თუმცა, ისინი ამაზე არ ჩერდებიან. ისინი, უნგრეთის ენერგოსისტემის ჩაშლის მიზნით, შემდგომ ქმედებებს ამზადებენ", - განაცხადა ორბანმა.
ორბანის თქმით, კრიტიკული ინფრასტრუქტურის გაძლიერება ნიშნავს, რომ ისინი ინფრასტრუქტურის დასაცავად ჯარისკაცებს განალაგებენ.
"ჩვენ ჯარისკაცებს და შესაბამის საშუალებებს ენერგეტიკულ ობიექტებთან ახლოს განვათავსებთ თავდასხმის თავიდან ასაცილებლად. პოლიცია გააძლიერებს პატრულირებას ელექტროსადგურების, გამანაწილებელი სადგურების და საკონტროლო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიებზე", - განაცხადა ორბანმა.
