დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ყველა ამერიკული გემი, თვითმფრინავი და ჯარი ირანის გარშემო დარჩება მანამ, სანამ მხარეები რეალურ შეთანხმებას არ მოაწერენ ხელს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეზიდენტი ირანზე უფრო მასშტაბური შეტევების განხორციელებით იმუქრება.

"ყველა ამერიკული გემი, თვითმფრინავი და ჯარისკაცი, დამატებითი იარაღით, საბრძოლო მასალით და ყველაფრით, რაც აუცილებელია ისედაც მნიშვნელოვნად დასუსტებული მტრის სასიკვდილო დევნისა და განადგურებისთვის, ირანსა და მის გარშემო დარჩება მანამ, სანამ მიღწეული რეალური შეთანხმება სრულად არ განხორციელდება. თუ რაიმე მიზეზით ეს არ მოხდება, რაც ნაკლებად სავარაუდოა, მაშინ დაიწყება "სროლა", უფრო დიდი, უფრო ფართომასშტაბიანი და უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე. შეთანხმება დიდი ხნის წინ იყო და მიუხედავად საპირისპირო ცრუ რიტორიკისა - ბირთვული იარაღის გარეშე, ჰორმუზის სრუტე ღია და უსაფრთხო იქნება. ამასობაში, ჩვენი დიდი არმია ისვენებს და მოუთმენლად ელის შემდეგ დაპყრობას. ამერიკა დაბრუნდა!", - წერს ტრამპი.