აშშ-ის სამხედროებმა ირანის სამხრეთით ნავები დაბომბა, რომლებიც ნაღმების დამონტაჟებას ცდილობდნენ, ასევე დაარტყეს რაკეტის გამშვებ პუნქტებს, იერიშებს კი თავდაცვითი ღონისძიება უწოდეს, - ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ დარტყმები მიზნად ისახავდა ამერიკელი სამხედროების დაცვას ირანის ძალების მხრიდან მომდინარე საფრთხისგან.
„აშშ-ის ცენტრალური სარდლობა აგრძელებს ჩვენი ძალების დაცვას და ამავდროულად, თავშეკავებას იჩენს მიმდინარე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ფონზე“, - განაცხადა საზღვაო ძალების კაპიტანმა ტიმ ჰოკინსმა, ცენტრალური სარდლობის პრესსპიკერმა.
