აშშ-ში, კენტუკიში მცხოვრებმა ქალმა კურიერისგან ამანათი მიიღო, სადაც მისთვის ჩვეული, სასწრაფო მედიკამენტები და სამედიცინო ნივთები უნდა ყოფილიყო. თუმცა, ამანათის გახსნის შემდეგ, მან ადამიანის ორი ხელი და ოთხი თითი აღმოაჩინა, რომლებიც გაყინული იყო.
The New York Times-ის ცნობით, ქალისთვის შეცდომით მიტანილია ამანათი, ნეშვილის ქირურგიული სასწავლო ცენტრისთვის იყო განკუთვნილი.
მედიის ინფორმაციით, უჩვეულო და შოკისმომგვრელი აღმოჩენის შემდეგ, ქალმა 911-ში დარეკა და სპეციალური სამსახური გამოიძახა, რომლის წარმომადგენლებმაც ადამიანის ნეშტი მორგში გადაიტანეს. მეორე დღეს, ამანათი კურიერმა წაიღო და ამჯერად დანიშნულების ადგილზე სწორად მიიტანა.
უწყების წარმომადგენლებს არ დაუკონკრეტებიათ, რომელმა კომპანიამ მიაწოდა ქალს ამანათი. მათ ქალის ვინაობის დასახელებისგანაც თავი შეიკავეს.
