თალიბანის ინფორმაციით, ავღანეთში 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1400-ს გადააჭარბა.
ხელისუფლება მსხვერპლის რაოდენობის ზრდას არ გამორიცხავს. სამაშველო-სამძებრო სამუშაოები ქვეყნის აღმოსავლეთით, მთიან რეგიონებში მიმდინარეობს.
6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ავღანეთში 31 აგვისტოს მოხდა. სტიქიამ პაკისტანთან მოსაზღვრე ქუნარის პროვინციაში მთლიანი დასახლებები გაანადგურა.
ქუნარის პროვინციაში ბევრი ადამიანი მაღალი მთებით გამოყოფილ მდინარის ციცაბო ხეობებში ცხოვრობს. ჰუმანიტარული სააგენტოების თქმით, მათ ბევრ ჯგუფს უხეში რელიეფისა და დაზიანებული გზების გამო, უფრო იზოლირებულ რაიონებამდე მისაღწევად ფეხით გადაადგილება მოუწია.
