ჩინელი მამაკაცი "მსოფლიოში ყველაზე ზარმაცი ადამიანი“ გახდა - ის 33 საათი და 35 წუთი იწვა ლეიბზე.
ყოველწლიურ „სიზარმაცის კონკურსში“ 240 ადამიანი მონაწილეობდა. 24 საათის შემდეგ, კონკურსს 186 მონაწილე გამოეთიშა.
მონაწილეებისთვის ტელეფონის გამოყენება, კითხვა, საჭმლის შეკვეთა და გადაბრუნებაც კი დაშვებული იყო. თუმცა, ლეიბიდან ადგომა, თუნდაც ტუალეტში შესასვლელად იკრძალებოდა.
გამარჯვებული ყველაზე დიდხანს იწვა ლეიბზე, მან პრიზად 3 000 იუან მიიღო, რაც დაახლოებით 422 დოლარია. მედიის ინფორმაციით, წესების დარღვევის თავიდან ასაცილებლად, გამარჯვებული წინასწარ იყო მომზადებული და მას საფენი ჰქონდა გაკეთებული.
