"ჩვენი შვილები არ წავლენ საბრძოლველად და არ მოკვდებიან უკრაინაში", - პირობა დადო მთავრობის პრესსპიკერმა მოდ ბრეჟონმა პარასკევს, საფრანგეთის გენერალური შტაბის უფროსის განცხადების შემდეგ, რომელმაც თქვა, რომ "საფრანგეთი საკუთარი შვილების დაკარგვას უნდა შეეგუოს".
"მოდით, ძალიან ნათლად ვთქვათ: ჩვენი შვილები, იმ გაგებით, რასაც ვგულისხმობთ, არ წავლენ საბრძოლველად და არ მოკვდებიან უკრაინაში", - განაცხადა მოდ ბრეჟონმა TF1-ზე და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საფრანგეთს "პროფესიონალური არმია" ჰყავს.
"გენერალური შტაბის უფროსი გულისხმობდა ყველა იმ ჯარისკაცს, რომლებიც, როგორც მან ამ სეგმენტის წინ აღნიშნა, მთელ მსოფლიოში მსახურობენ და რომელთა ასაკი 18-დან 27 წლამდეა", - დასძინა მან.
"ჩვენ არ შეგვიძლია უგულებელვყოთ ის ფაქტი, რომ ამ ჯარისკაცებიდან ბევრი დაიღუპა საზღვარგარეთ ოპერაციების დროს", - აღნიშნა ბრეჟონმა.
შვილების დაკარგვის შეგუებასთან დაკავშირებით განცხადება სამშაბათს, საფრანგეთის მერების კონგრესზე გამოსვლისას, გენერალმა მანდონმა წარმოთქვა.
"ქვეყნისთვის აუცილებელია სიმტკიცის აღდგენა, რათა შევეგუოთ იმ ტკივილს, რომელსაც საკუთარ თავს ვაყენებთ იდენტობის დასაცავად და მზად უნდა ვიყოთ ჩვენი შვილების დაკარგვისთვის", - განაცხადა მადონმა.
