დრონებით თავდასხმა ნოვოროსიისკის საპორტო ინფრასტრუქტურაზე - ამ წუთებში, მაზუთის ტერმინალზე ხანძარია.
აღნიშნული ობიექტი ნოვოროსიისკის საზღვაო-სავაჭრო პორტის ნაწილია და მისი გამტარუნარიანობა წელიწადში დაახლოებით 4 მილიონ ტონას შეადგენს.
მიყენებული ზიანის მასშტაბი არ კონკრეტდება.
