ნეპალში სტიქიას 270 ადამიანი ემსხვერპლა. ჩინეთის საზღვართან დამანგრეველი წყალდიდობა მოხდა. ჩამოწვა მეწყერი. დაკარგულად ითვლება 800-მდე ადამიანი.
ჩამოიშალა მყინვარი, რასაც დასახლებულ პუნქტებში ღვარცოფული ნაკადი მოჰყვა. დაკარგულებს შორის ასობით უცხოელი ტურისტია.
მათ შორის არიან ამერიკის, ბრიტანეთის, კანადის, ავსტრალიის, ინდოეთის, უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეები. სამძებრო სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება.
