ნორვეგიის 89 წლის მეფე ჰარალდის ჯანმრთელობის მდგომარეობა საავადმყოფოში ყოფნის დროს გაუარესდა და ამჟამად "ძალიან მძიმეა", - ამის შესახებ Reuters-ი სამეფო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს.
ევროპის უხუცესი მოქმედი მონარქი, რომელიც სახელმწიფოს 1991 წლიდან მეთაურობს, საავადმყოფოში 17 აგვისტოს გადაიყვანეს. სასახლის განცხადებით, მას სისხლში არსებული ბაქტერიული ინფექციის გამო მკურნალობდნენ.
სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მემკვიდრე პრინცმა ჰააკონმა და ჰარალდის მეუღლემ, დედოფალმა სონიამ, ყველა დაგეგმილი შეხვედრა გააუქმეს.
