ჰორმუზის სრუტეში ვითარება კვლავ დაძაბულია. სტრატეგიულ ენერგეტიკულ დერეფანში საზღვაო მიმოსვლა პრაქტიკულად შეჩერებულია.
ირანი აცხადებს, რომ სრუტე ჩაკეტილი დარჩება, მანამ, სანამ ვაშინგტონი საზღვაო ბლოკადას არ მოხსნის, შტატებში კი ამტკიცებენ, რომ ნავთობის ტრანსპორტირება შეუფერხებლად მიმდინარეობს.
პარალელურად, თეირანი და ომანი დროებითი საზღვაო სავაჭრო მარშრუტის გახსნაზე შეთანხმდნენ. ამერიკული სანქციების შედეგად ირანში ეკონომიკური კრიზისი ღრმავდება. ქვეყნიდან ნავთობის ექსპორტი თითქმის შეჩერებულია, ეროვნული ვალუტა კი უფასურდება.
