სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს, რობერტ ქოჩარიანს, ანტიკორუფციულმა სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრება და ქრთამის აღება ედება ბრალად. ამავე საქმეზე დაკავებულია მისი უფროსი შვილიც.
გამოძიების ვერსიით, 1998-2008 წლებში, პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას, ქოჩარიანმა სახელმწიფო ქონება მიითვისა.
