უკრაინაში ომი გრძელდება. რუსეთის ძალებმა უკრაინის ოლქებზე მასირებული თავდასხმა დრონებით და რაკეტებით განახორციელეს.
სამიზნე კიევის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის, ოდესის, სუმისა და პოლტავის ოლქები გახდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, არის მსხვერპლი, დაშავდა 5 ადამიანი. საპასუხოდ, უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის ტერიტორია დაბომბა.
იერიში მიიტანეს რუსეთის 13 რეგიონზე. უკრაინული დრონების მთავარ სამიზნეს ლოგისტიკური ობიექტები წარმოადგენდა - დაიბომბა საწყობები ქალაქ ორენბურგში და უფაში.
