აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის, "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) რეგიონულ არჩევნებში გამარჯვება, გერმანიაში ამჟამად მოქმედ საიმიგრაციო წესებსა და რეგულაციებს დაუკავშირა, რომლებსაც მან "საშინელი" უწოდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

"ვაუ! გერმანიის პოპულისტურმა პარტიამ ახლახან მართლაც ძალიან დიდი წარმატება მოიპოვა. მათ საბოლოოდ მოჰბეზრდათ აბსოლუტურად საშინელი საიმიგრაციო წესები და რეგულაციები, რომლებმაც გერმანიას ძალიან ავნო", - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

ცნობისთვის, კვირას, საქსონია-ანჰალტის ფედერალურ არჩევნებში პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) პირველი ადგილი დაიკავა, რითაც ულტრამემარჯვენე პარტიამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად შეძლო რეგიონულ დონეზე ხელისუფლებაში მოხვედრა.