ბრიუსელის ერთ-ერთი კომუნის საავადმყოფოში ხანძარი გაჩნდა, რის გამოც პაციენტთა ევაკუაცია განხორციელდა.

როგორც მედია წერს,ხანძარი შარბეკის კომუნაში მდებარე ტიტეკას საავადმყოფოს ერთ-ერთ ოთახში დილის 10 საათზე გაჩნდა.

 

მათივე ინფორმაციით,  საავადმყოფოდან 60-მდე პაციენტი გამოიყვანეს. 

ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია, შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა

ფოტო: არქივი