ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტის წარდგენა გადადო. სანქციების გადადების გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ, უფრო მკაცრი შეზღუდვების მოთხოვნის შემდეგ მიიღეს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
ევროკომისია წინადადების წარდგენას ოთხშაბათს აპირებდა. პარასკევს, აშშ-მ ზეწოლა დაიწყო G7-ის მოკავშირეებზე, რათა მათ 100%-იანი ტარიფი დაეწესებინათ ჩინეთისა და ინდოეთის მიერ შეძენილ რუსულ ნავთობზე, ასევე გადაედგათ დამატებითი ნაბიჯები რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის უკრაინასთან მოლაპარაკებების იძულების მიზნით.
მედიის ინფორმაციით, G7-ის წარმომადგენლები ამჟამად მუშაობენ სანქციების ახალ პაკეტზე და გეგმავენ, რომ ტექსტი მომდევნო ორი კვირის განმავლობაში დაასრულონ.
როგორც Bloomberg-მა ადრე გაავრცელა ინფორმაცია, ევროკავშირი განიხილავს სანქციებს ინდოეთისა და ჩინეთის იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც რუსული ნავთობით ვაჭრობას უწყობენ ხელს.