მემარჯვენე აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა, როგორც ჩანს, სროლის ფაქტი შეტყობინებების აპლიკაცია Discord-ზე აღიარა. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, - იუწყება BBC.
კომპანიის სპიკერის თქმით, 22 წლის ტაილერ რობინსონი გასულ კვირას იუტა ველის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე, კირკის მისამართით სროლასთან დაკავშირებით, დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, მეგობრებს Discord-ზე წერდა.
"ეს გუშინ იუტა ველის უნივერსიტეტში დამემართა. ძალიან ვწუხვარ ამ ყველაფრის გამო“, - ნათქვამია კომპანიის წარმომადგენლისა და სამართალდამცავი ორგანოების წყაროს მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში, რომელიც, სავარაუდოდ, რობინსონს ეკუთვნის - წერს BBC.
რობინსონი, რომლისთვისაც ოფიციალურად ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ, სასამართლოს წინაშე სამშაბათს წარდგება.