ახალგაზრდა უკრაინელი ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა დეკარლოს ბრაუნ უმცროსმა, მის მოსანახულებლად ციხეში მისულ დას უთხრა, რომ უკრაინელი ლტოლვილი ირინა ზარუცკაია მატარებელში დანით იმიტომ მოკლა, რომ ზარუცკაიას მისი აზრების წაკითხვა შეეძლო. 

ამის შესახებ ბრალდებულის დამ განაცხადა. ტრეისი ბრაუნის განმარტებით, მისი უფროსი ძმა პარანოიდული შიზოფრენიკია და არაერთხელ უთქვამს, რომ მთავრობამ მას ჩიპი ჩაუნერგა.

მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის პირ­ვე­ლი განცხადება ცი­ხე­შია ჩა­წე­რი­ლი.

აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით, ბრა­უ­ნი დას უხსნის, რომ "მის სხე­ულ­ში არ­სე­ბულ­მა რა­ღა­ცამ ირი­ნას მოკვლა აი­ძუ­ლა.

როგორც ბრაუნის დამ აღნიშნა, 28 აგვისტოს იგი წავიდა ძმასთან სასაუბროდ, შემდეგ კი კიდევ ორი შეხვედრა ჰქონდათ, მათ შორის, პირისპირ და ერთი ვიდეო ზარის მეშვეობით, რადგან სურდა გაეგო, რატომ ჩაიდინა მან ეს მკვლელობა.

ტრეისის თქმით, გასულ კვირას ძმასთან ვიზიტის დროს, ის და და დედას დაემუქრა და მის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობაში დაადანაშაულა. ამასთან, ტრე­ი­სის განცხადებით, 2022 წელს, ძმა მასაც დაესხა თავს, უთან­ხმო­ე­ბის დროს უკბი­ნა და სახ­ლის კარი გაანგრია.

მკვლელობა აშშ-ში 28 აგვისტოს მოხდა. მატარებელში, სამგზავროდ ასულ უკრაინელ ირინა ზარუცკაიას მის უკან მჯდომი უცნობი მამაკაცი დაესხა თავს. თავდასხმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, სადაც ჩანს, რომ ქალის უკან მჯდარმა მამაკაცმა ბასრი საგანი ამოიღო და მოულოდნელად მას ყელის არეში მიაყენა დარტყმები.