ქუთაისში, დააკავეს ქალი, რომელმაც ორ წლამდე შვილიშვილი tiktok LIVE-ში სცემა. ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.

როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას ითვალისწინებს.