ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია - ის 22 წლის ტაილერ რობინსონია. ამის შესახებ Dailymail-ი წერს.

მედიის ცნობით, პარასკევს რობინსონი დასახელდა კირკის სავარაუდო მკვლელად.

ტრამპმა დაკავების შესახებ Fox News-ზე განაცხადა, სადაც თქვა, რომ ეჭვმიტანილი "ძალიან ახლობელმა" გასცა.

31 წლის კონსერვატორი, გავლენიანი ადამიანი და დონალდ ტრამპის მოკავშირე, ოთხშაბათს იუტას ველის უნივერსიტეტში გამართული საჯარო ღონისძიების დროს მოკლეს.