NASA-ს მეცნიერები თვლიან, რომ მარსზე მყოფი ყველგანმავალის, Perseverance-ის მიერ გასულ წელს აღებულ ქვის ნიმუშზე, ლეოპარდის მსგავსი იდუმალი ლაქები, შესაძლოა, უძველესი სიცოცხლისგან იყოს დატოვებული.
გუნდმა ახალი ანალიზის შესახებ რეცენზირებული ნაშრომი, ჟურნალ Nature-შიც გამოაქვეყნა, თუმცა მათ ასევე აღნიშნეს, რომ დამატებითი კვლევებია საჭირო.
NASA-ს ყველგანმავალმა Perseverance-მა პლანეტის ზედაპირიდან აიღო ნიმუში, რომლის გამოკვლევის შემდეგ, მეცნიერები თვლიან, რომ ის შესაძლოა უძველესი მიკროორგანიზმების კვალს შეიცავდეს.
"წითელ პლანეტაზე პოტენციური ბიოსიგნატურის აღმოჩენა რევოლუციური აღმოჩენაა, რომელიც მარსის შესახებ ჩვენს ცოდნას გააღრმავებს", - განაცხადა NASA-ს მოვალეობის შემსრულებელმა ადმინისტრატორმა შონ დაფიმ.