ევროკომისიამ უკრაინას "პეტრიოტის" სისტემებისთვის რაკეტების შესაძენად დამატებით 3 მილიარდ 200 მილიონი ევრო გამოუყო. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ეს თანხა უკრაინას საშუალებას მისცემს, რუსეთის თავდასხმებისგან საკუთარი ცა უკეთ დაიცვას.

გამოყოფილი თანხა ევროკავშირის 2026-2027 წლების ფართომასშტაბიან მხარდაჭერის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც წელს უკრაინა ჯამში 28 მილიარდზე მეტ ევროს მიიღებს.

პარალელურად, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მოკავშირეებს სამხედრო დახმარების გაზრდისკენ მოუწოდა. უკრაინის მხარდამჭერი ჯგუფის შეხვედრაზე მარკ რუტემ განაცხადა, რომ პარტნიორებმა რესურსები მაქსიმალურად უნდა მოიზიდონ.