გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ცნობით, ორშაბათს, ისრაელსა და "ჰეზბოლას" შორის საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ, ლიბანში თავშესაფარი სულ მცირე 30 000-მა იძულებით გადაადგილებულმა პირმა ითხოვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

"კონსერვატიული შეფასებით, დაახლოებით 30 000 ადამიანი განთავსდა და დარეგისტრირდა კოლექტიურ თავშესაფრებში", - განაცხადა გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს წარმომადგენელმა ბაბარ ბალოჩმა.

"ბევრს, გზის პირას, საკუთარ მანქანებში ეძინა ან ისევ საცობში იყო ჩარჩენილი“, - დასძინა მან.