გრანადაში 4.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. დაშავდა სამი ადამიანი. ბიძგების შედეგად, დაზიანდა შენობები და ავტომობილები, ჩამოიშალა შენობების ფასადები. მიწისძვრამ დააზიანა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი - ალჰამბრას ისტორიული კომპლექსიც.

სპეციალისტების პირველადი შეფასებით, კომპლექსის კონსტრუქციის ნგრევის საფრთხე, ამ ეტაპზე, არ არსებობს.

გრანადაში ბოლო რამდენიმე დღეში უკვე მეორე ძლიერი მიწისძვრა მოხდა.