"თუ აშშ ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებს, ჩვენ ომისთვის მზად ვართ", - ამის შესახებ ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ მოჰამად ბაღერ ღალიბაფმა განაცხადა.

მისი თქმით, სპარსეთის ყურეში განვითარებული ბოლო მოვლენები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაა და ირანი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, საპასუხო ზომები მიიღოს.

"​ჩვენ სპარსეთის ყურეში ბოლო ღამეების განმავლობაში მომხდარ მოვლენებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევად განვიხილავთ. ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით მემორანდუმის შესრულებას, დიალოგს ვაწარმოებთ, და თუ მათ არ სურთ დიალოგის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მზად ვართ ომისთვის" - განაცხადა მოჰამად-ბაღერ ღალიბაფმა.