მეთორმეტე დღეა ირანში მასობრივი ანტისამთავრობო პროტესტი არ წყდება. ძალოვნებთან შეტაკებებს სულ მცირე 45 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 8 ბავშვი.

ადგილობრივი მედიის მონაცემებით, დაკავებულია 2 200-ზე მეტი ადამიანი. ამ დროისთვის გამოსვლები მიმდინარეობს ქვეყნის ყველა პროვინციის 111 ქალაქსა და დასახლებაში.

Reuters-ის მონაცემებით, მიმდინარე აქციების ფონზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაითიშა ინტერნეტი.