ირანთან მოლაპარაკებებისთვის ამერიკული დელეგაცია ისლამაბადში გაემგზავრა. მომლაპარაკებელთა ჯგუფს, რომლის შემადგენლობაშიც სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი არიან, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ხელმძღვანელობს.
ენდრიუსის ავიაბაზაზე, "ეარ ფორსის" ბორტზე ასვლამდე, ვენსმა მედიასთან კომენტარი გააკეთა:
"ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი მოლაპარაკებების მიმართ. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა - თუ ირანული მხარე მზად იქნება კეთილსინდისიერი დიალოგისთვის, ჩვენი მხრიდან თანამშრომლობის ხელი გაწვდილია. თუმცა, თუ ისინი პროცესით მანიპულირებას შეეცდებიან, ჩვენი დელეგაცია შესაბამის სიმკაცრეს გამოიჩენს". - აცხადებს ჯეი დი ვენსი.
