ისრაელის თავდაცვის ძალებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ შაბათს, ირანზე განხორციელებული პირველი დარტყმების შედეგად, ირანის დაზვერვის რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი დაიღუპა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიკვიდირებული მაღალჩინოსნების ვინაობაც დაასახელა, ესენია: საიდ იაჰია ჰამიდი, რომელიც, მათი თქმით, დაზვერვის მინისტრის მოადგილე იყო ისრაელის საკითხებში, და ჯალალ ფორ ჰუსეინი, რომელიც, დაზვერვის სამინისტროში, დაზვერვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა აღნიშნეს, რომ ჰამიდისა და ჰუსეინის გარდა, მათ ასევე მოკლეს რამდენიმე სხვა მაღალი თანამდებობის პირი.
