ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ქალაქ ღაზაში, ერთ-ერთ ავტომობილზე თავდასხმის შედეგად, "ჰამასის" უფროსი მეთაური მოკლეს. საუბარია რაედ საედზე, რომელიც 2023 წლის 7 ოქტომბერს, ისრაელზე მომხდარი თავდასხმების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.

"ჰამასს" საედის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურებია. ამასთან, ღაზის ჯანდაცვის ორგანოების ინფორმაციით, ავტომობილზე თავდასხმის შედეგად, დაიღუპა ხუთი და დაშავდა, სულ მცირე, 25 ადამიანი.