დილიდან ზარალს ითვლიან კახეთში. გვიან ღამით მოსულმა სტიქიამ რეგიონში რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზარალა, მათ შორის, თელავიც. ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლის სახურავები, მოგლეჯილია ხეები და ათასობით აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
სტიქიის ზონაში იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მათი თქმით, სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, ზარალს კი სპეციალური კომისია ითვლის.
