ავსტრალიაში, ბონდის პლაჟზე, ებრაული თემის წინააღმდეგ განხორციელებული სროლის შედეგად, დაღუპულია 11 ადამიანი, საავადმყოფოებში გადაყვანილია 29 დაშავებული. მათ შორის 1 ბავშვია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სამართალდამცველების თქმით, პლაჟზე ხანუქისადმი მიძღვნილი ღონისძიება ტარდებოდა, რომელსაც 1 000-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. პოლიციელებმა განაცხადეს, რომ პლაჟთან, ერთ-ერთ ავტომობილში რამდენიმე ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს.
მედიის ცნობით, ერთ-ერთი მსროლელი მოკლულია, მეორე კი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ახალი სამხრეთ უელსის პრემიერ-მინისტრის, კრის მინსის თქმით, მასობრივი სროლები ავსტრალიაში იშვიათია, რაც ინციდენტს კიდევ უფრო შოკისმომგვრელს ხდის.
