ილონ მასკის განცხადებით, ევროპას არასამთავრობო ორგანიზაციები აკონტროლებენ, ეს კი მოსახლეობას დემოკრატიას ართმევს.
განცხადებას, ამერიკელი მილიარდერი სოციალურ ქსელში ავრცელებს და გერმანელი პოლიტიკური აქტივისტის, ნაომის ზეიბტის პოსტს აზიარებს, რომლის მიხედვითაც, არასამთავრობო ორგანიზაციების აღზევებამ დემოკრატიის სიკვდილი გამოიწვია.
"არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუროკრატია აკონტროლებს ევროპას, რაც მოსახლეობას დემოკრატიას ართმევს", - წერს მასკი.
