მამაკაცის ვინაობა, რომელმაც ავსტრალიაში, ბონდი სანაპიროზე შეიარაღებული თავდამსხმელი გაანეიტრალა, ცნობილია. ის მისმა ბიძაშვილმა ამოიცნო. გმირად შერაცხილი მამაკაცი 43 წლის აჰმედ ალ-აჰმედია. ის სიდნეის მკვიდრია, ორი შვილის მამაა და საზერლენდში ხილის მაღაზიას ფლობს.
მისი ბიძაშვილის თქმით, ამ ინციდენტის დროს ორჯერ ესროლეს. 7News-თან ინტერვიუში მისმა ბიძაშვილმა, მუსტაფამ, განაცხადა, რომ აჰმედი საავადმყოფოშია.
"ის საავადმყოფოშია და ზუსტად არ ვიცით, რა სჭირს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კარგად იქნება. ის 100 პროცენტით გმირია", - განაცხადა მუსტაფამ.
მედიის ინფორმაციით, აჰმედს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების გამოცდილება არ აქვს და ჩარევის გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როდესაც შემთხვევის ადგილთან ახლოს ქუჩაში იმყოფებოდა.
ვიდეოში ჩანს, როგორ მიეპარა უკნიდან თეთრი პერანგში გამოწყობილი აჰმედი ერთ-ერთი მსროლელს და იარაღი წაართვა.
BBC-ის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 29 დაშავებული კი კლინიკაშია მოთავსებული. მედიის ინფორმაციით, ერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია, მეორის მდგომარეობა კი კრიტიკულია.
