ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში. დაზიანდა საცხოვრებელი სახლებისა და ადმინისტრაციული შენობების სახურავები, მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები და ბუნებრივი აირის მილები. რამდენიმე ლოკაციაზე წაქცეულმა ხეებმა დამატებითი სირთულეები გამოიწვია.

ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოები გვიან ღამით დაიწყო და მუნიციპალიტეტების სამსახურები ამ დრომდე მობილიზებული არიან. დაზიანებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული.