აშშ-ში, ბრაუნის უნივერსიტეტში, სროლა იყო. დაიღუპა ორი სტუდენტი, სულ მცირე, ცხრა კი დაშავდა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

სააგენტოს ცნობით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სტუდენტებს გამოცდები ჰქონდათ. დაშავებული ცხრა ადამიანიდან შვიდი კრიტიკულ მდგომარეობაშია. პოლიციის თქმით, ყველა დაშავებული სტუდენტია.

თავდამსხმელი ჯერ არ დაუკავებიათ. ადგილზე 400-ზე მეტი სამართალდამცველია მობილიზებული.