უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, პეტერ მადიარი ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოდის, რათა პრეზიდენტი ტამაშ შუიოკი თანამდებობიდან გადააყენოს. ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.
"რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობა უფრო მნიშვნელოვანი და გავლენიანია, ვიდრე ნებისმიერი სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობა. უნგრეთის ინტერესებშია, რომ პრეზიდენტის ხელისუფლებამ აღადგინოს თავისი ავტორიტეტი, რომელიც ბოლო წლებში შეარყია მისმა დუმილმა, მიუღებელმა გადაწყვეტილებებმა და უმოქმედობამ", - განაცხადა მადიარმა.
მადიარის თქმით, თუ პრეზიდენტი ნებაყოფლობით არ გადადგება, ისინი დაუყოვნებლივ დაიწყებენ მის გადასაყენებლად საჭირო პროცედურებს.
მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენცია ტამაშ შუიოკთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართა. მან ჟურნალისტებს არ გაანდო მთავრობის მიერ მომზადებული კონკრეტული საკონსტიტუციო ცვლილებების დეტალები, თუმცა განაცხადა, რომ ეს არ იქნება ცალკეული კანონები, რომლებიც ერთი კონკრეტული პირის მიმართ იქნება მიმართული, არამედ იქნება სისტემა, რომელიც სხვა სახელმწიფო თანამდებობის პირების გათავისუფლების საშუალებასაც მისცემს.
